გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია გაცილებით სოლიდურ ბაზას შეუქმნის ნებისმიერ გადაწყვეტილებას
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია გაცილებით სოლიდურ ბაზას შეუქმნის ნებისმიერ გადაწყვეტილებას

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია გაცილებით სოლიდურ ბაზას შეუქმნის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „გირჩის“ ნაწილის წინადადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს.

დეპუტატის თქმით, იმ საბოტაჟთან შედარებით, რომლის დამკვიდრებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ოპოზიციის მეორე ნაწილის მიერ გახმოვანებული გარკვეული წინადადება უფრო დახვეწილია და თითქოს, რაღაც სამართლებრივ ბაზას უახლოვდება.

„როცა ვსაუბრობთ ვადამდელ არჩევნებზე, ამას წინაპირობა უნდა ჰქონდეს. ამ წინაპირობისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნა და დადასტურება უნდა მოხდეს, რა სახის გადახრა შეიძლება ყოფილიყო, ან ამ გადახრის გამორიცხვა უნდა მოხდეს. საპარლამენტო კომისიის შეთავაზება გაცილებით მაღალი ლეგიტიმაციის შეთავაზებაა, ვიდრე რაღაც პლებისციტთან მიმსგავსებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების სამართლებრივ ბაზად ქცევა. საპარლამენტო კომისია გაცილებით სოლიდურ ბაზას შეუქმნის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ალბათ, ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე განხილული იქნება, რაც ყრილობა ჩატარდება და ახალი პოლიტსაბჭო შეიკრიბება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი