გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გუბაზ სანიკიძის განცხადებას პასუხი უნდა გასცეს 
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გუბაზ სანიკიძის განცხადებას პასუხი უნდა გასცეს 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გუბაზ სანიკიძის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მოსმენის თაობაზე პასუხი უნდა გასცეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, გუბაზ სანიკიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უსმენს ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ხელმძღვანელობას.

“ეს სკანდალური განცხადებაა. თვითონ ამ განცხადების წყარო იმდენად უმნიშვნელოა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ შეიძლება, ამას ყურადღება არც მივაქციოთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ აშშ-ს წარმომადგენლობამ რაღაც დონეზე პასუხი მაინც უნდა გასცეს ამ სისულელეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.