გია ვოლსკი - მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, თურმე მისთვის ძალადობა მიუღებელია, წარმოუდგენელია შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა
გია ვოლსკი - მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, თურმე მისთვის ძალადობა მიუღებელია, წარმოუდგენელია შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა

ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია. მათ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპეს. წარმოუდგენელია შუბლზე ასეთი ძარღვგაწყვეტილობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა.

„ნიკანორ მელიამ კიდევ ერთი პერფორმანსი ჩაატარა, რომელიც იმაზე ლაპარაკობს, რომ თურმე, მისთვის ძალადობა მიუღებელია. ასეთ განცხადებებს ეს ხეპრე ადამიანი ლაპარაკობს. ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და დმანისის ინციდენტზე დავაკავეთ შესაძლო დამნაშავე. მათ ვინ დაუკავებიათ ისეთი დანაშაულისთვის, როგორიც არის ადამიანის წამება? რა უქნეს კობა დავითაშვილს, ვალერი გელაშვილს. ეს ადამიანები ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. დღეს დმანისის სამწუხარო ფაქტი ისე შეიცხადეს, თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ სადისტური მეთოდებით მართვის გარდა, არაფერი გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

დატოვე კომენტარი