გია ვოლსკი - მცდელობა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი ყოფილიყო არა მხოლოდ გიორგი რურუაზე, არამედ პოლიტიკურ დევნაზე, განწირული იყო მარცხისთვის
გია ვოლსკი - მცდელობა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი ყოფილიყო არა მხოლოდ გიორგი რურუაზე, არამედ პოლიტიკურ დევნაზე, განწირული იყო მარცხისთვის

მცდელობა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი ყოფილიყო არა მხოლოდ გიორგი რურუაზე, არამედ პოლიტიკურ დევნაზე, განწირული იყო მარცხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ  განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტარების საკმაოდ მკაფიო განცხადებაა იმის თაობაზე, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს.

„გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, რომ ეს მოწოდება ისე დახატოს, თითქოს, თემა გიორგი რურუას ეხება და გადაფაროს ის მძიმე შეცდომა, განზრახ ჩადენილი დანაშაული ხალხის წინაშე, რასაც ჰქვია მხარის არდაჭერა და მონაწილეობის არმიღება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრაში, როგორიც არის „საარჩევნო კოდექსი“, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზედაც ყველამ ვალდებულება ავიღეთ. ეს არის ის სერიოზული თემა, რასაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ ამერიკა და ექსპერტებიც აქცევენ ყურადღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.