გია ვოლსკი - მარტო სკოლების აღდგენა-რესტავრაციასა და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე ლარი
გია ვოლსკი - მარტო სკოლების აღდგენა-რესტავრაციასა და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე ლარი

მარტო სკოლების აღდგენა-რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე ლარი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, სადაც გასულ კვირას სტუდენტების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი წერს, მისთვის მძიმე საყურებელი იყო შაბათს ჩატარებული აქცია პერფორმანსი ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ.

„აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას. „იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას…“, ვფიქრობ, სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორემ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდყლი და არც ქვეყანა სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმდების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით“, – წერს ვოლსკი.

მისივე თქმით, მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული „ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე.

„მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ – ში, ევროპაში.  კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი – ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისის და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებას და ქვეყნის განვითარების საქმეს. ერთი მომწეროს ვინმემ – რა დააშავა?! დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი ზოგადად სტუდენტებისა და მათ შორის, შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე… პრობლემებზეც“, – წერს გია ვოლსკი.