გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე - აგდებული ტონი და ქალების მიმართ თემის ხაზგასმა არაკორექტულია და არც მამაკაცურია
გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე - აგდებული ტონი და ქალების მიმართ თემის ხაზგასმა არაკორექტულია და არც მამაკაცურია

საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ არაკორექტული განცხადება გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მაია ცქიტიშვილი საკმაოდ კომპეტენტური ადამიანია.

მანდილოსანია თუ კაცია, მნიშვნელობა არ აქვს, როცა საუბარია დიდი პროექტების რეალიზაციაზე. მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება და აქცენტებს აკეთებს მის დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ. თუ საკითხებზე რაიმე საკამათოა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ აგდებული ტონი და ქალების მიმართ თემის ხაზგასმა არაკორექტულია და არც მამაკაცურია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.