გია ვოლსკი - კომისიას აქვს რესურსი, სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, ამიტომ, ალეკო ელისაშვილის ადგილას, მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არ ვიჩქარებდი
გია ვოლსკი - კომისიას აქვს რესურსი, სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, ამიტომ, ალეკო ელისაშვილის ადგილას, მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არ ვიჩქარებდი

ალეკო ელისაშვილს თუ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომისიის მუშაობაობაში არ ჩაერთოს, რასაკვირველია, ძალდატანება და ზეწოლა არ გაჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიას ყველა რესურსი აქვს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს.

„თუ საჭირო იქნება, საგამოძიებო კომისია ითვალისწინებს მათ გამოკითხვასაც, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესში. მათი მონაცემების შემოწმებასაც. მის ადგილას არ ვიჩქარებდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით კომისიას ყველა რესურსი აქვს, ინფორმაცია მიიღოს და სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია.