გია ვოლსკი - ხელისუფლებაში არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“ იმისთვის არ არიან მოსული, რომ სასამართლო სისტემაში ის დავაბრუნოთ, რაც იყო
ხელისუფლებაში არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“ იმისთვის არ არიან მოსული, რომ სასამართლო სისტემაში ის დავაბრუნოთ, რაც იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებები შეფასებულია და მისი რეიტინგი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.
„ჩვენი პათოსი აქედან გამომდინარეობს და არა იქიდან, რასაც მიჩვეული ვართ, რომ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა სასამართლო დაიმორჩილოს, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მას პირადი გადაწყვეტილებების მიღების რესურსი აქვს. როცა გარკვეულ საკითხებზე ვბჭობთ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვდივართ და არა პიროვნებების“, – განაცხადა ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით.