გია ვოლსკი - ხალხს კონკრეტული საქმეები უნდა წარვუდგინოთ, ხოლო ვინ როგორ მოერგება ახალ შეთავაზებებს, მეორეხარისხოვანია
გია ვოლსკი - ხალხს კონკრეტული საქმეები უნდა წარვუდგინოთ, ხოლო ვინ როგორ მოერგება ახალ შეთავაზებებს, მეორეხარისხოვანია

ხალხს სტრატეგიული მიმართულებები, გეგმები, კონკრეტული საქმეები უნდა წარვუდგინოთ, ვინ როგორ მოერგება ახალ შეთავაზებებს, ეს ჯერ მეორეხარისხოვანია,- ასეთი კომენტარი გააკეთა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კითხვაზე, რომელიც შესაძლო საკადრო ცვლილებებს შეეხებოდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დღეს სკანდალური თემების მაძიებელი უფრო ბევრია, ვიდრე ამ თემის ანალიტიკოსები.

„პრემიერმა სიტუაცია ძალიან კარგად და ფართოდ განმარტა. საზოგადოებას ვთავაზობთ განვითარების მიმართულებებს, ამის შემდეგ გახდება მნიშვნელოვანი, ვინ უნდა აღასრულოს. დღეს პრემიერმა დიდ ნაწილზე ისაუბრა, თუმცა არასრულად. ინაუგურაციის შემდეგ, როცა საქმიანობა აქტიურ ფაზაში შევა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, ინფორმაცია გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე, თუ ეს საჭირო იქნება. დაველოდოთ და ამ საკითხს საქმიანად მივუდგეთ. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ კონკრეტულად გვარებზე ვილაპარაკოთ, ვინ მიდის და ვინ მოდის. ეს, სკანდალის მაძიებლის გარდა, არავის არ აინტერესებს“,-განაცხადა გაი ვოლსკიმ.