გია ვოლსკი - ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ ამცირებს, როგორც ზეპირად, ასევე საქმიანობითაც
გია ვოლსკი - ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ ამცირებს, როგორც ზეპირად, ასევე საქმიანობითაც

გარკვეული პარტიები მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობაზე“ არიან დამოკიდებულები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, თავისი რეიტინგი აამაღლონ და პოლიტიკურ ველზე დარჩნენ.

„იმის ნაცვლად, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან მესამე ძალა შექმნილიყო, რისი იმედიც ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდა, ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ ამცირებს, როგორც ზეპირად, ასევე საქმიანობითაც. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ თავისი დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ და დარჩნენ პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი