გია ვოლსკი - კანონი თუ არ წაგიკითხავს და აპრიორი ამბობ, რომ შეიძლება ევროპულიც არის, მაგრამ მომავალში დამძიმდება, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, ერთმა მხარემ მეორეს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს
გია ვოლსკი - კანონი თუ არ წაგიკითხავს და აპრიორი ამბობ, რომ შეიძლება ევროპულიც არის, მაგრამ მომავალში დამძიმდება, ეს არ უნდა იყოს საფუძველი, ერთმა მხარემ მეორეს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს

კანონი თუ არ წაგიკითხავს და აპრიორი ამბობ, რომ შეიძლება ევროპულიც არის, მაგრამ მომავალში დამძიმდება, ეს იმის საფუძველი არ უნდა იყოს, რომ ერთმა მხარემ მეორეს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული და ქართული კანონები ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

„ევროკავშირის წევრები აუცილებლად ვიქნებით, ისევე როგორც ვართ ასოცირებული წევრები, კანდიდატები. ვინც ამბობს, რომ ევროპისთვის მიუღებელია გაუმჭვირვალობა და სიბნელეა მისაღები, ის ევროპულ სივრცეს ჩრდილს აყენებს და ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას ახდენს, რისკენაც ჩვენ მივდივართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.