გია ვოლსკი - კახა ოქრიაშვილს გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჯობებს
გია ვოლსკი - კახა ოქრიაშვილს გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჯობებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, კახა ოქრიაშვილს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკას საარჩევნო ოლქში გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ მას „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი აჯობებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კახა ოქრიაშვილი, როგორც პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებას“ დაშორდა.

„კახა ოქრიაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, იმ გუნდს დაშორდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსისთვის მიეღწია და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიისთვის კიდევ ერთი საფუძველი შექმნილიყო. ამ ნაწილში მას გააჩნია რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ლოგიკური იქნება, რომ ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.