გია ვოლსკი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ
გია ვოლსკი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რაც ქართელ ხალხს გააჩნია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მიზნად უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს.

“საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, სანამ რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მითუმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავად, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიაროს.