გია ვოლსკი - იმ ქმედებებს კატეგორიულად არ უნდა ველოდოთ, რასაც თავის დროზე გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძის ხელისუფლება სჩადიოდა
გია ვოლსკი - იმ ქმედებებს კატეგორიულად არ უნდა ველოდოთ, რასაც თავის დროზე გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძის ხელისუფლება სჩადიოდა

იმ ქმედებებს კატეგორიულად არ უნდა ველოდოთ, რასაც თავის დროზე გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძის ხელისუფლება სჩადიოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც გიორგი ბარამიძის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

გია ვოლსკის თქმით, დაკითხვა და ჩვენებების მიცემაა საჭირო, კანონიერი ფარგლები არსებობს და ამ ფორმატში მიცემული უნდა იყოს ყველანაირი ჩვენება.

„მათ შორის ისიც, თუ საზღვარგარეთ დასეირნობენ დღესდღეისობით“, – დასძინა გია ვოლსკიმ.