გია ვოლსკი „გირჩის“ მიერ გამართულ აქციას პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს
გია ვოლსკი „გირჩის“ მიერ გამართულ აქციას პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „გირჩის“ მიერ გამართულ აქციას პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს.

ვოლსკის თქმით, მათი ქმედებები არის გამიზნული, დაგეგმილი და დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, რაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩაიდინა, ეს არის გამიზნული ქმედება სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ სერიოზული, რეალური საფრთხის წინაშე და გამორიცხულია, რომ ამ რეალურ საფრთხეს კონკრეტული ადამიანები არ აცნობიერებდნენ. აქედან გამომდინარე, მათი ქმედებები არის გამიზნული, დაგეგმილი და დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული. ეს ძალა ერთ-ერთი შემადგენელია „ნაცმოძრაობის“ კლასტერის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს, სადაც სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შეკრება აქცია-სეირნობა იყო.