გია ვოლსკი – გიორგი მარგველაშვილის განცხადება არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ მავნებლურიცაა
გია ვოლსკი – გიორგი მარგველაშვილის განცხადება არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ მავნებლურიცაა

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხდება, არასერიოზულია.

ვოლსკის თქმით, იმ აღშფოთებას, რომელიც მარგველაშვილს ყოფილი ხელისუფლების მიმართ გააჩნდა, დღევანდელ უკმაყოფილებასთან ტოლობის ნიშანი არ უნდა დაესვას.

„გიორგი მარგველაშვილის განცხადება არა მხოლოდ არასერიოზულია, არამედ მავნებლურიც არის, რადგან ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება იმ აღშფოთებასა და დღევანდელ უკმაყოფილებას შორის, რომელიც მარგველაშვილს ადრე გააჩნდა სადისტური მმართველობის მიმართ და დღეს გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებების მიმართ, რომელიც შეიძლება მთავრობას გააჩნდეს, თუმცა აქაც საკამათოა, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მავნებლობა“,  – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემს.

დატოვე კომენტარი