გია ვოლსკი - გიორგი გაბიტაშვილს მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მიუძღვის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, ის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც
გია ვოლსკი - გიორგი გაბიტაშვილს მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მიუძღვის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, ის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც

საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავეთა შორის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, ეს მაჩვენებლები გიორგი გაბიტაშვილის საქმიანობის ეფექტურობაზე მეტყველებს, გიორგი გაბიტაშვილი წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურს არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით პარლამენტის წინაშე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეიტინგები აქვთ სახელმწიფოებს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავეთა შორის ამ წარმატებულ ბრძოლაში. გიორგი გაბიტაშვილს ამაში მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მიუძღვის. ეს მაჩვენებლები მისი საქმიანობის ეფექტურობაზე მეტყველებს. აუდიტის სამსახურს არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით პარლამენტის წინაშე. გაბიტაშვილი წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.