გია ვოლსკი - ღირსების თემაა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება
გია ვოლსკი - ღირსების თემაა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება

ღირსების თემაა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მხარს ვერანაირად აუბამს.

„სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსზე თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც. მისი განცხადებები საქართველოსთვის დამაზიანებელი იყო იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ჩარჩოდან. ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. ეს ღირსება არ გააჩნია. თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები გააკეთა, ვითომდა მონდომებულია, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. არცერთი ოპოზიციონერი არ ზრუნავს იმაზე, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რადგან არმიღება უნდა გახდეს რევოლუციური პროცესის საწყისი. ეს არის მთავარი ამოცანა და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში შტურმი ხორციელდება, რომ როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. პარლამენტში არცერთმა ოპოზიციონერმა და არც პრეზიდენტმა არ თქვეს, საქართველო იმსახურებს თუ არა სტატუსს და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.