გია ვოლსკი - გაუგონარი რამ ხდება, ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, თითქოს აქვს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ მაღალჩინოსნებს და ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს

გაუგონარი რამე ხდება, ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, თითქოს ინფორმაციას ფლობს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არც ამ მაღალჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ჟურნალისტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და დიდი ალბათობით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, გარდაცვლილის ჭირისუფალი, რაც განსაკუთრებით უზნეობაა.

„ამ შემთხვევაში, არც ლოგიკა კარნახობს ხალხს იმას, რომ შესაძლოა, მართლაც რაღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან იყო გარკვეული დაპირისპირება. როცა ადამიანი ასეთ ბრალდებას ასე უტიფრად წარმოთქვამს და უარს აცხადებს დასახელებაზე, სულ მცირე შეიძლება დავუშვათ, რომ ის ხელს უშლის გამოძიებას და სერიოზული დანაშაული მგონია. უარეს შემთხვევაში, რაც მგონია, რომ ასეა, დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიებს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.