გია ვოლსკი - გარკვეულ ჯგუფს უნდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, კიდევ ერთი ჯგუფი სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს სჭირდება ფინანსები და მათ შორის ჯახი გარდაუვალია
გია ვოლსკი - გარკვეულ ჯგუფს უნდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, კიდევ ერთი ჯგუფი სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს სჭირდება ფინანსები და მათ შორის ჯახი გარდაუვალია

გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება. როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე წარსულმა „ნაცმოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„ფინანსური რესურსების მოზიდვაზე საუბარი, რომლის წყარო, ადამიანი ყველასთვის ცნობილია, საჯილდაო გახდა. არსებობს ასევე მათი წარსული, რომელიც სისხლიანი ლაქებით ხასიათდება. ხდება ამისგან გამიჯვნა, ისევე, როგორც გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს. მათ რიგებში არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება და როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ სოციალურ ქლეში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“, – აცხადებს სოსო თოფურიძე.