გია ვოლსკი - სამეგრელოში არ დავიწყებიათ, რაც სანდრა რულოვსის მეუღლის ხელმძღვანელობით თავს დაატყდათ
გია ვოლსკი - სამეგრელოში არ დავიწყებიათ, რაც სანდრა რულოვსის მეუღლის ხელმძღვანელობით თავს დაატყდათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გამოკითხვები და ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ სანდრა რულოვსს ზუგდიდში დაგეგმილ არჩევნებში ნაკლები შანსი აქვს.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.

„ფულის დარიგება და მით უმეტეს, მასობრივი დარიგება არ იმალება. ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს და სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს. სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს. მათგან ამ საკითხზე საუბარი სწორედ აქედან გამომდინარეობს.

სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი რომ აქვს, ამას გამოკითხვები და ხალხის განწყობა აჩვენებს. სამეგრელოში ის არ დავიწყებიათ, რაც სანდრა რულოვსის მეუღლის ხელმძღვანელობით თავს დაატყდათ. ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ და ვფიქრობ, რომ პირველივე ტურში გამარჯვება იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.