გია ვოლსკი - გახარია ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას
გია ვოლსკი - გახარია ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას გამოეხმაურა.

გია ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა, რათა რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო.

„გიორგი გახარია ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისთვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა გახარიამ და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.