გია ვოლსკი - გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა დესტრუქციაზე არის ორიენტირებული, ესაა ის, რაც მათ აერთიანებთ
გია ვოლსკი - გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა დესტრუქციაზე არის ორიენტირებული, ესაა ის, რაც მათ აერთიანებთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, საზოგადოებას ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ დიდი ინტერესი არ გააჩნია.

მისივე თქმით, ოპოზიციური გაერთიანება შერყეულია და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან.

„საზოგადოებას ამის მიმართ დიდი ინტერესი არ აქვს. თავად ეს გაერთიანება არის შერყეული, თავიდანვე საკმაოდ დიდი იყო სხვაობა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე მათივე წარსულის ანალიზიც გვიჩვენებს, რომ სხვაობა, ეკლექტურობა თვალში საცემია და ზოგადად, საფრთხეს წარმოადგენს იმ გაგებით, რომ სტაბილურობისკენ არ არის ორიენტირებული. ცალკეული ადამიანები ცალკე იყრიან კენჭს, თუ ერთობლივი ძალით, ჰგონიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო ადვილად დაამარცხებენ, ესეც არასწორი განცხადება და არასწორი მიდგომაა. მათ თავიანთი პროგრამა უნდა უთხრან ხალხს და დაარწმუნონ, რომ ამის გამკეთებლები არიან. კეთილი ნების ჩამონათვალი, სიებს რომ ადგენენ და უსაფუძვლო დაპირებები არის გაცემული, ეს არაფერს ნიშნავს.

საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რას წარმოადგენს ცრუ დაპირება და რეალური სიტუაცია. ერთმანეთში შეთანხმდებიან თუ არა, ეს უფრო მათი არსის შინაარსს გადმოსცემს, ვიდრე იმ პერსპექტივას, ექნებათ თუ არა მათ წარმატება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო აქვს მხოლოდ ის, რომ ყველანი დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულნი და ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის რეალური პროგრამა არ გააჩნიათ.

დატოვე კომენტარი