გია ვოლსკი - გადასატანი ყუთი გაყალბების მექანიზმი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მიჰყვება
გია ვოლსკი - გადასატანი ყუთი გაყალბების მექანიზმი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მიჰყვება

გადასატანი ყუთი გაყალბების მექანიზმი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მიჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ყუთის გადატანასთან ერთად პარტიების წარმომადგენლები იმაზე შეთანხმდებიან, რომ ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყუთის გადატანასთან ერთად პარტიების წარმომადგენლები იმაზე შეთანხმდებიან, რომ ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება. ეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში უნდა იყოს. თუ ვინმე სკანდალის შექმნას შეეცდება, ეს ის პარტიები არიან, რომლებიც დღეს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ნებისმიერ საზოგადოებრივ ობიექტზე კოვიდინფიცირების უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე საარჩევნო უბანზე. მკაცრად იქნება გაკონტროლებული უსაფრთხოების ზომები და ეს კონტროლი შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა ნომერ პირველი ამოცანა იქნება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის.

უსაფრთხოების თემა არის სწორედ ოპონენტების საჯიკაო ქვა, თითქოს, საფრთხემ შეიძლება განაპირობოს ადმინისტრაციული გადაცდომები ცესკო-ს მხრიდან, რაც არ მოხდება. რაც შეეხება იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა ადამიანი ვერ მიიღებს, ეს იქნება ძალიან ცოტა პროცენტი. კოვიდ-სასტუმროებში თუ საავადმყოფოებში უზრუნველყოფა იქნება იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ არჩევნები გადასატანი ყუთით ჩატარდეს გამჭირვალედ და დემოკრატიულად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.