გია ვოლსკი - გადახედეთ ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ
გია ვოლსკი - გადახედეთ ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ

ოპოზიცია რა ფორმაში და რის ფორმაშია? ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს გადახედეთ, როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ქვეყნისთვის არცერთ ეტაპზე არანაირი პოზიტივი არ შეუქმნია.

„წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და შექმნეს სისტემა, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას და მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წართმევას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა. დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ?“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.