გია ვოლსკი - ფიშერი სიამოვნებით ასრულებს იმ დავალებას, რასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია, თან იმ მიზნით არა, რომ ევროპულ და ქართულ სტანდარტებს შორის შეთანხმება მოხდეს
გია ვოლსკი - ფიშერი სიამოვნებით ასრულებს იმ დავალებას, რასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია, თან იმ მიზნით არა, რომ ევროპულ და ქართულ სტანდარტებს შორის შეთანხმება მოხდეს

პეტერ ფიშერი სიამოვნებით ასრულებს იმ დავალებას, რასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩს ოპოზიციონერისგან სახლი აქვს ნაქირავები, თან პოლიტიკურად გვერდში უდგას, მხოლოდ ეს თემაა საკმარისი, რომ ეს სტანდარტის დარღვევაა.

„პეტერ ფიშერი სიამოვნებით ასრულებს იმ დავალებას, რასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია. თან იმ მიზნით არა, რომ ევროპულ და ქართულ სტანდარტებს შორის საქართველოში შეთანხმება მოხდეს. ეს სტანდარტები დაცულია და საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ვართ. რეიტინგდაცემულ ხელისუფლებას აქვს თუ არა უფლება, ისეთ საკითხებში ერეოდეს, სადაც საქართველოს სუვერენული საზღვრებია დაწესებული? ამიტომ არის გაღიზიანებული. გერმანიის ელჩს ოპოზიციონერისგან სახლი აქვს ნაქირავები და უშველებელ თანხას უხდის, თან პოლიტიკურად გვერდში უდგას. მხოლოდ ეს თემაა საკმარისი, რომ ეს სტანდარტის დარღვევაა. ჰერჩინსკის მდგომარეობა უფრო რთულია, პასუხები არ აქვს და ამიტომ იმალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.