გია ვოლსკი - ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთი საქართველოს უპირობო მხარდამჭერია
გია ვოლსკი - ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთი საქართველოს უპირობო მხარდამჭერია

ევროინტეგრაციის პროცესზე უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, ევროინტეგრაციაზე.

„ჩვენი საუბარი ეხებოდა ევროინტეგრაციას, ასევე, ზოგადად, მსოფლიოში არსებულ ვითარებას. შეხვედრებისას განხილვები, მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება მხოლოდ ევროპულ ურთიერთობებს არ ეხებოდა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი დამოკიდებულებების, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ ახლომდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ. ამითაც იყო საინტერესო შეხვედრები. ევროინტეგრაციის პროცესზე უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. უნგრეთი უპირობო მხარდამჭერია. ეს მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა ქართული დელეგაციის ვიზიტისას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.