გია ვოლსკი - ოპოზიცია ინგლისურად კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები
გია ვოლსკი - ოპოზიცია ინგლისურად კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები

ენის შერჩევას გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა ვოლსკის კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ისაუბრა უკრაინაში გამართულ პრესკონფრენციაზე გიორგი გახარიამ რუსულ ენაზე.

„ოპოზიცია ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები, როცა სტრატეგიულ ობიექტებს ყიდდნენ. განსაკუთრებით ეს 2008 წლის წინა პერიოდში მოხდა, როცა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს არ დაუჯერეს, გადახიეს საგზაო რუკა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. ამ შემთხვევაში, ენის შერჩევას არანაირი გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ რუსული ენის გამოყენება ჟურნალისტურმა გარემომ განაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.