გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს, იმ ხალხს დაშორდეს, ვინც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩევა ფურ-ირემივით შეძახილებით, ღრიალით
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს, იმ ხალხს დაშორდეს, ვინც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩევა ფურ-ირემივით შეძახილებით, ღრიალით

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ელენე ხოშტარიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხოშტარია თავისი იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

„ელენე ხოშტარია ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, ვინც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩევა ფურ-ირემივით შეძახილებით, ღრიალით. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანებამ სახელი შეიცვალა, შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არის ცნობილი. ვფიქრობ, ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, მაგრამ თავის მისწრაფებაში რამდენად წარმატებული იქნება, ვერ გეტყვით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს.