გია ვოლსკი -  დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას“ კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
გია ვოლსკი - დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას“ კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

ზღაპარი არავის აღარ სჯერა, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითავისოს, რომ სახელმწიფოს ინტერესებია უპირველესი.

„დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას“ კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. კომისია თუ დაადგენს გადახრებს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე. როცა ოპოზიცია თამარ ჟვანიაზე საუბრობს, კიდევ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, კომისიაში მუშაობა უნდათ თუ არა. ზღაპარი არავის აღარ სჯერა, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო“, – განაცხადა ვოლსკიმ.