გია ვოლსკი - ჟურნალისტებს ვთხოვ, არ ჩაებან იმ სიბინძურეში, რასაც პარტიული „ბოსები“ სთავაზობენ
გია ვოლსკი - ჟურნალისტებს ვთხოვ, არ ჩაებან იმ სიბინძურეში, რასაც პარტიული „ბოსები“ სთავაზობენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მედიამ გონიოში მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

მისივე თქმით, საარჩევნოდ ფეიკნიუსები გაცილებით ინტენსიური იქნება.

„ფეიკნიუსებს ამზადებენ. გამოვრიცხავ, „ტვ პირველმა“ არ იცოდეს, რომ გონიოში ჩემი სახლი არ არის. ვიღაც ადამიანი ზურგით ალაპარაკეს. მითითება იყო იმაზე, რომ უგემოვნო სახლია და ვინც ამაზე საუბრობს, შეშინებული არიან, გია ვოლსკიმ რამე არ დამართოთ. მარტო ჩემზე არ არის საუბარი, თურმე, ბექა ოდიშარიას ცათამბჯენები აქვს აშენებული. საარჩევნოდ გაცილებით ინტენსიური იქნება ფეიკნიუსები. ასეთი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია – განა ის არის, რომ სიმდიდრეს ფლობ, ფლობს და მალავსო. რამდენად მდარე ადამიანი გამოდიხარ, თურმე, ვიღაცას ემუქრები და ეუბნები, გიაზე არ ილაპარაკოო. ანა დოლიძეც ამბობს, რომ ქალებთან შეხვედრა ჰქონდა და თურმე, მთვრალი კაცები მივუგზავნე, რომ შეხვედრა ჩაშლილიყო. ეს მდაბიობაა. ცხოვრება წინაა, არჩევნებით არ მთავრდება და ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ არ ჩაებან იმ სიბინძურეში, რასაც პარტიული „ბოსები“ სთავაზობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.