გია ვოლსკი - დღევანდელ ოპოზიციას დესტრუქციული პროცესების განვითარება აერთიანებს, რომ იქნებ, ამღვრეულ წყალში რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ
გია ვოლსკი - დღევანდელ ოპოზიციას დესტრუქციული პროცესების განვითარება აერთიანებს, რომ იქნებ, ამღვრეულ წყალში რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ

ოპოზიციური სუბიექტები, რომლებიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანდნენ, ერთმანეთის მიმართ ლოალურები არასდროს ყოფილან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ოპოზიცია სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა პლატფორმიდან ერთმანეთს საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა.

„ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რაც აერთიანებთ, დესტრუქციული პროცესების განვითარებაა იმ მიზნით, რომ იქნებ, ამღვრეულ წყალში რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. დანარჩენი, რომელი რა მეთოდებით ცდილობს ამ მავნებლობის ჩადენას, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, სად არის განსხვავება“, – განაცხადა ვოლსკიმ.