გია ვოლსკი - დღეს სრულად იყო გამოხატული ჩვენი განწყობა საგარეო პოლიტიკისა და ხვალინდელი დღის მიმართ
გია ვოლსკი - დღეს სრულად იყო გამოხატული ჩვენი განწყობა საგარეო პოლიტიკისა და ხვალინდელი დღის მიმართ

გამოწვევები უამრავი გვაქვს და სწორ გზაზე ვდგავართ, დღევანდელი შეკრებაც კამის დამადასტურებელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ღონისძიებასთან – „საქართველოს გზა ევროპისკენ“ დაკავშირებით განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციას, რომელიც დღევანდელი ღონისძიების ინიციატორი იყო.

„ყველა გამოსვლაში ჟღერდა მთავარი მიზანი. იმ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ იყო თუ არა ეს პარტიული, რა საკვირველია პარტიული ღონისძიება იყო. დიდი მადლობა ახალგაზრდებს, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა. ჩვენი განწყობა, დამოკიდებულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართ, ხვალინდელი დღის მიმართ, ჩვენი ბავშვების მომავლის მიმართ იყო დღეს სრულად გამოხატული. ვფიქრობ, ადამიანი არ დარჩენილა, ვინც მონაწილეობას ღებულობდა, ვინც ტელევიზიით უყურებდა, რომელსაც ამაღლებული განწყობა არ აქვს. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, ჩვენი გზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ძალიან დაძაბულ ვითარებაშია, გამოწვევები უამრავი გვაქვს და სწორ გზაზე ვდგავართ. დღევანდელი შეკრებაც კიდევ ერთი დამადასტურებელი იყო ამის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი