გია ვოლსკი - დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე, კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან
გია ვოლსკი - დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე, კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან

დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დღე არ ყოფილა, როდესაც „ლელო“, თვითონ მამუკა ხაზარაძე ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე ან ჩვენი ქვეყნისათვის რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან, სხვა შეხედულება აქვთ და ქვეყნის სამსახურში ოპოზიციური, თუნდაც მკაცრი ოპოზიციური ფლანგიდან გადაწყვეტენ მუშაობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.