გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომამდე, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული
გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომამდე, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული

დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომამდე, სადაც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმკვლელობის რეჟიმამდე აუცილებლად მივიდოდა.

„ძალიან ბევრი ხედავს, რომ პარტიაში მმართველობის სტილი იგივეა. შეიძლება, ინტელექტუალური რესურსი და დონე აკლია ლევან ხაბეიშვილს, რათა ერთობა შეინარჩუნოს, მაგრამ ამის იქით არის უფრო სერიოზული პრობლემა, რასაც უნდა დავუფიქრდეთ. არ შეიძლება, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას სათავეში ჰყავდეს ოდესმე პარტია, რომელმაც ყველანაირი ევროპული სტანდარტი გაარღვია. საგანგებოდ არის აღსანიშნავი ადამიანის უფლებების სფეროში ჩადენილი დანაშაულები, ის სისხლიანი ჭრილობები, რომელიც საქართველოს საზოგადოებას მიაყენა ამ პარტიამ. ბევრი მათგანი პარტიაშიც ელოდებოდა, რომ ახალი ლოზუნგი ექნებოდა, ახალი დამოკიდებულებები იქნებოდა, მაგრამ დარჩა იგივე – კეზერაშვილი, რომელიც ფინანსური წყაროა, მერაბიშვილი და ისევ ის პლატფორმა, სავალალო წარსული, რომლისგან დისტანცირებასაც ბევრი ცდილობდა. არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, განხეთქილება მარტო ამას არ გამოუწვევია. იქ არის პიროვნული დაპირისპირებები და სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც აღარ არის აქტუალური. არც მისი მანიფესტია აქტუალური და არც ის ბოდვები, რაც ხშირად მისგან გვესმის. ბევრისთვის ეს მიუღებელია, რადგან უკეთესს ელოდებოდნენ. დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე აწყობილი პარტია აუცილებლად მივა იმ ზომაზე, რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ მისული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.