გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას
გია ვოლსკი - დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის პირითაც საუბრობს, რომ ჯერ პრობლემები მოხსნილი არ არის.

ვოლსკის თქმით, ყველაფერი პროფესიონალური კუთხით უნდა გაანალიზდეს, თუმცა ამას აქვს პოლიტიკური მდგენელიც და ის სტრატეგია, რომელიც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას ითვალისწინებს.

„ოპოზიცია გარკვეულწილად სააკაშვილის პირადი ექიმის პირითაც ლაპარაკობს, რომ ჯერ პრობლემები მოხსნილი არ არის და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. პროფესიონალური კუთხით უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, მაგრამ ამას პოლიტიკური მდგენელიც აქვს. არა მარტო პოლიტიკური მდგენელი, არამედ ის სტრატეგია, რაც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, სააკაშვილის ძალისმიერ გამოხსნას ითვალისწინებს. ამის რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას, მაგრამ ფაქტობრივად ამ თემაზე დაპირისპირების შექმნამ შეიძლება, ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, – განაცხადა გი ვოლსკიმ.