გია ვოლსკი - დეპოლარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაცია სხვანაირად ესმის, ჩვენი გაგება სხვანაირია
გია ვოლსკი - დეპოლარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაცია სხვანაირად ესმის, ჩვენი გაგება სხვანაირია

დეპოლარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაცია სხვანაირად ესმის, ჩვენი გაგება სხვანაირია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რევოლუცია არ შედგა, დესტაბილიზაციის სტრატეგია არ გამართლდა, საზოგადოებამ ლოგიკურად შეაფასა, რა იყო ჩაფიქრებული და რა დევს ზედაპირზე.

„რადიკალურ ოპოზიციას თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ აქვს. დეპოლარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება შედგეს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას დეპოლარიზაცია სხვანაირად ესმის, ჩვენი გაგება სხვანაირია. ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადებას მხარი უნდა დავუჭიროთ თანამშრომლობაზე, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, – განაცხადა ვოლსკიმ.