გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია არანაირად არ შედის რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში, რადგან მათი მთავარი გეგმა კვლავ დესტაბილიზაციაა
გია ვოლსკი - დეპოლარიზაცია არანაირად არ შედის რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში, რადგან მათი მთავარი გეგმა კვლავ დესტაბილიზაციაა

დეპოლარიზაცია არანაირად არ შედის რადიკალური  ოპოზიციის ინტერესებში, ვინაიდან კვლავ დესტაბილიზაცია არის მათი მთავარი გეგმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილებებს ოპოზიცია ეწინააღმდეგება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვას მათგან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრება.

გია ვოლსკიმ განმარტა, რა წარმოადგენს ოპოზიციის მიზანს.

„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ძალიან პესიმისტური დამოკიდებულება, შეხედულება აქვთ, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის რიგებში, ვინაიდან საზოგადოებამ დაინახა რეალობა, რეალურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც რადიკალური ოპოზიციის რაიმე წარმატებამ შეიძლება განაპირობოს.

ამ ვითარებაში, ამ ტურბულენტურ მსოფლიოში, რასაკვირველია, ოპოზიციის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ასეთ ვითარებაში დეპოლარიზაცია არანაირად არ შედის მათ ინტერესებში, ვინაიდან კვლავ დესტაბილიზაცია არის მათი მთავარი გეგმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.