გია ვოლსკი - დემოკრატიული არჩევნები არ არის იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ და ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ რევოლუციური, დესტრუქციული გზა
გია ვოლსკი - დემოკრატიული არჩევნები არ არის იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ და ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ რევოლუციური, დესტრუქციული გზა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვერ გაიზიარებს საზოგადოების ნაწილის აზრს, რომ სოციალური დახმარებების გაცემა ამომრჩევლის მოსყიდვაა.

ვოლსკის თქმით, მიზანი ადამიანების დახმარებაა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს.

„ის თანხები, რაც შეგროვდა, შესაძლოა, ხელისუფლების მხარდამჭერთა თანხმებია, მაგრამ არავინ უშლიდა ჩვენს ოპონენტებს, თავადაც შეეტანათ ან დღესაც შეიტანონ ერთი თეთრი მაინც საზოგადოების დასახმარებლად. რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ყველასია. თანხების განკარგვას რაც შეეხება, არა მგონია, საზოგადოებისთვის მისაღები იყოს ის, რომ მათი მოსყიდვა ხდება, მით უმეტეს, თუკი არავინ კითხულობს, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. გაჭირვებულ ადამიანს უნდა დაეხმარო – ესაა მთავარი მიზანი, იქნება ის „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩვენების ჩატარება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესშია.

„რაც შეეხება იმას, რომ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩვენები უნდა ჩატარდეს, უპირველეს ყოვლისა, ეს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებშია და არ არის ინტერესებში იმ საზოგადოების, იმ ხალხის, პოლიტიკური ჯგუფებისა თუ სუბიექტების, რომელთაც პერსპექტივა არ აქვთ და რევოლუციური და დესტრუქციული გზა მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად საიმისოდ, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.