გია ვოლსკი - დასანანია, რომ საზოგადოების განწყობაზე უცხოელმა პარტნიორებმა უფრო იფიქრეს, ვიდრე ოპონენტთა დიდმა ჯგუფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით
გია ვოლსკი - დასანანია, რომ საზოგადოების განწყობაზე უცხოელმა პარტნიორებმა უფრო იფიქრეს, ვიდრე ოპონენტთა დიდმა ჯგუფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ისტორიულს უწოდებს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

„საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევებია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო და რეგიონული. ასევეა, დაპირისპირებები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ეს შეთანხმება დავახასიათოთ, როგორც ისტორიული ხელმოწერა. სამწუხაროა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასეთი დიდი ძალისხმევა დასჭირდათ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა საქართველოს განიხილავენ როგორც საკვანძო გეოპოლიტიკურ პარტნიორს. არ არსებობდა, რომ საბოლოო ჯამში ამ შეთანხმებისთვის არ მიგვეღწია. დასანანია, რომ საზოგადოების განწყობაზე უფრო იფიქრეს უცხოელმა პარტნიორებმა, ვიდრე ოპონენტების დიდმა ჯგუფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით“, – განუცხადა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.