გია ვოლსკი - რაზე უნდა შედგეს შეთანხმება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, როგორმე ეკონომიკურად დაინგრეს და ცეცხლის ალში გაეხვიოს ქვეყანა
გია ვოლსკი - რაზე უნდა შედგეს შეთანხმება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, როგორმე ეკონომიკურად დაინგრეს და ცეცხლის ალში გაეხვიოს ქვეყანა

„ნაციონალური მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებში არსებული დამოკიდებულითა და ხედვით თანხმობა ვერ შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რაზე უნდა შედგეს შეთანხმება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, როგორმე ეკონომიკურად დაინგრეს ქვეყანა.

„იმ დამოკიდებულით და ხედვით, რაც „ნაცმოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს აქვთ, არანაირი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. არის 2008 წლის ომი, ჰააგაში არ შეიტანეს სარჩელი და დაკარგული ჰქონდათ ყველანაირი პერსპექტივა წარმატების. არის კიდევ სხვა თემები, რაც მიგვითითებს, რომ საქმე არ გვაქვს ჯანსაღ პოლიტიკურ პოლიტიკურ ძალასთან. რაზე უნდა შევთანხმდეთ? – ეს ადამიანები მიგიწოდებენ, როგორმე იქნებ, ეკონომიკურად დაინგრეს, ცეცხლის ალში გაეხვიოს საქართველო. შუა რა შეიძლება მოიძებნოს და ოპტიმალური გადაწყვეტილება რა შეიძლება იყოს?“,- აღნიშნა ვოლსკიმ.