გია ვოლსკი - ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობთ
გია ვოლსკი - ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობთ

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შევაფასებ, როგორც ევროკომისარმა შეაფასა – დიახ, ვანდალიზმია ნებისმიერი დროშის დახევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის იმ მიღწევებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ასოცირებულ წევრობას, თავისუფალ მიმოსვლას და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან.

როგორც ვოლსკი ამბობს, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელია.

„ვანდალიზმის გარდა, სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა მთავარი მახასიათებელი ნიშანია რადიკალი ჯგუფების მოქმედების, თუნდაც, ეკლესიის შეურაცხყოფა, რაც ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ხასიათდება რაიმე რადიკალიზმით. მთავარი ეს არ არის და ასეთი გამოვლინება უცხო არაა დასავლეთის დემოკრატიებისთვისაც. მთავარია ის, რაზეც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლება თანხმდებიან – ჩვენი მომავალია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვერც პრაიდის და ვერც აგრესიული ჯგუფების აქტივობები ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრობთ, ეს არის ასოცირებული წევრობა, თავისუფალი მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან. ეს ჩვენს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას სჭირდება. რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ არის პროვოცირებული. ყველა ნიშანი არსებობს კონსპირაციის, იმისათვის, რათა დღეს ამ მდგომარეობამდე მივსულიყავით. გაუმართლებელი იყო ლგბტ-ს აქტივობები და ძალადობრივი ქმედებები კონკრეტული ჯგუფების მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.