გია ვოლსკი – ჩვენი ამოცანაა, ევროპული სტრუქტურების კვლევითი ორგანიზაციების მიერ შეფასებული ყველა სტანდარტი შევინარჩუნოთ ან განვავითაროთ, სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი

16:20, 26.10.2026

ჩვენი ამოცანაა, ევროპული სტრუქტურების კვლევითი ორგანიზაციების მიერ შეფასებული ყველა სტანდარტი შევინარჩუნოთ ან განვავითაროთ, უკეთესი გავხადოთ. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული სტანდარტია, რასაც სიღრმისეული კვლევით მსოფლიო ბანკი და სხვა კვლევითი ორგანიზაციები დებენ.

„კუბილიუსის ან იუკნევიჩიანეს გამონათქვამები, გორბაჩოვის პარტიის წევრების განცხადებები, ჩვენთვის ევროპული სტანდარტი არ არის. ევროპული სტანდარტია, რასაც სიღრმისეული კვლევით მსოფლიო ბანკი და სხვა კვლევითი ორგანიზაციები დებენ.
რეზოლუციის ყველა მუხლს რომ გადავხედოთ, რომელიც აქამდე ყოფილა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რომელიც საქართველოშია. სააკაშვილი არ არის უდანაშაულო ადამიანი. არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ რუსეთის პოლიტიკას ვუწყობთ ხელს იმით, რომ მათთან ომში არ შევდივართ. არანაირი საფუძველი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ადამიანი, რომელიც მობილიზებული გყავს დანაშაულის ჩასადენად, რათა შემდეგ მას პოლიტიკური პატიმარი დაუძახო, ეს ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არ არის დაკავებული. შეიძლება, პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ეს ინდულგენცია არ არის, რომ ქვეყანაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის კულტურა დანერგო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი