გია ვოლსკი – ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ვინც ითხოვს, მათი მიზანია ხალხის გაბრაზება და გაღიზიანება

18:27, 22.11.2024

ჩვენ, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ გვყავს, ეს არის მავნებელთა ჯგუფი და გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შეკრული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ვინც ითხოვს, მათი მიზანი ხალხის გაღიზიანებაა.

„მათი ამოცანაა, ხალხი გააბრაზონ, იქნებ როგორმე დაპირისპირების ის ხარისხი შექმნან, რაც ვითარებას სისხლისღვრამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი მეთოდია იმ მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან, რასაც მუდმივად და ინტენსიურად იყენებენ ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი