გია ვოლსკი - ბათუ ქუთელია მუდმივად „ნაცმოძრაობის“ პლატფორმიდან ღაღადებს, ტექნიკური შეცდომა გასათვალისწინებელია, მაგრამ შეცდომა არ ყოფილა
გია ვოლსკი - ბათუ ქუთელია მუდმივად „ნაცმოძრაობის“ პლატფორმიდან ღაღადებს, ტექნიკური შეცდომა გასათვალისწინებელია, მაგრამ შეცდომა არ ყოფილა

ბათუ ქუთელია მუდმივად „ნაცმოძრაობის“ პლატფორმიდან ღაღადებს, ტექნიკური შეცდომა გასათვალისწინებელია, მაგრამ შეცდომა არ ყოფილა, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ორიონ სტრატეჯის“ მიერ გაკეთებულ განმარტებას.

„ტექნიკური შეცდომის გარდა, სხვა მიზეზს ვერ მოიგონებდნენ. იტყოდნენ, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ლობისტური კომპანიისთვის ბათუ ქუთელია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. არც ქუთელიას არასოდეს უარყვია, რომ ამ ორგანიზაციას როგორმე დაშორდა. რიტორიკულად კი, მაგრამ თავისი საქმიანობით და პოზიციით მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობის“ პლატფორმიდან ღაღადებს. ტექნიკური შეცდომა გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს არ არის შეცდომა, რეალობაა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

გუშინ, დღის ბოლოს ბათუ ქუთელიამ გამოაქვეყნა „ორიონ სტრატეჯისგანცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო მიუთითეს.