გია ვოლსკი - აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს და, თუ ამაზე სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, ამაში წინდაუხედაობა არ არის
გია ვოლსკი - აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს და, თუ ამაზე სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, ამაში წინდაუხედაობა არ არის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს და თუ ამაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, ამაში წინდაუხედაობა არ არის.

ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც აზერბაიჯანში პრეზიდენტის ვიზიტსა და დავით გარეჯში განვითარებულ პროცესებს ეხება. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური უზნეობაა, ქვეყნის წარმომადგენელს რაღაც დააბრალო, როცა ის რაღაც საკითხებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აყენებს.

„ეს განწყობა აზერბაიჯანშიც არ არის და მით უმეტეს, საქართველოში არ უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა რაიმენაირად შეიძლება, დამაზიანებელი იყოს, მით უმეტეს, თუ ეს ინტერესები მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც ემთხვევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.