გია ვოლსკი - აშშ-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ პრაგმატულ ინტერესებზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება
გია ვოლსკი - აშშ-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ პრაგმატულ ინტერესებზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება

არის თემები, რომლის გამოყენება პოლიტიკური ასპექტით არ შეიძლება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას.

ვოლსკის თქმით, უპირველესი და მთავარი ქვეყნის ინტერესებია.

„არ უნდა გიხაროდეს, რომ ვიღაცამ დააყენოს საკითხი, საქართველოს დახმარება მოეხსნას. ეს არ უნდა გიხაროდეს და, მით უმეტეს, არ უნდა იღწვოდე იმისთვის, რომ ზოგიერთ კონგრესმენს ასეთი სურვილი გაუჩნდეს. ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა განცხადებამ, რომელიც ადამ კინზინგერმა გააკეთა. ჩვენს ურთიერთობას არც ერთი ხინჯი არ გააჩნია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ პრაგმატულ ინტერესებზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.