გია ვოლსკი -  არც ერთი ნიშანი არ არსებობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა, მათი მხრიდან 2014 წლიდან მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა საუბარი
გია ვოლსკი - არც ერთი ნიშანი არ არსებობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა, მათი მხრიდან 2014 წლიდან მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა საუბარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს თუ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეიცვლება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმის, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავის სტრატეგია შეცვალა, რადგან მათი მხრიდან 2014 წლიდან მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა საუბარი და როგორც კი, 19 აპრილის შეთანხმებას „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელი მოეწერა, იმ წუთიდანვე, მათ ეს დოკუმენტი დამატებით მექანიზმად გამოიყენებეს იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას შეუქცევადი ხასიათი მიეცათ.

„ამას ვერ მიაღწიეს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პერსპექტივა არსებობს მათი სტრატეგიის შეცვლის. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მოუსმინოს, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები“, – აღნიშნავს ვოლსკი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესონ, ვოლსკი პასუხობს, რომ სანქციების მოლოდინი არ აქვს, რადგან თუ ვინმეს უნდა დაწესდებოდა სანქცია, იმ სადისტური მმართველობის ლიდერები იყვნენ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისგებაში არიან მიცემული.

„მათგან ზოგი გაქცეულია, ზოგი თავის სასჯელს იხდის და ზოგმა სასჯელი მოიხადა. თუ სანქცია ვინმეს ეკუთვნოდა, სწორედ იმ ადამიანებს, ვინც გადაიარეს ჩვენი ოჯახების კისერზე. „ნაცმოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა. ნებისმიერი საკითხი, ეს ეხება ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, მათი მხრიდან გააფთრებით იყო მცდელობა, რომ ყველაფერი გამოყენებულიყო დესტაბილიზაციისთვის. მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ პოლიტიკური არსებობა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ხელი რომც მოაწერონ, ეს იქნება გამოყენება ამ დოკუმენტის, რომ დესტაბილიზაციისთვის მეტი რესურსი მიიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.