გია ვოლსკი - არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შემწეობის გარეშე, ამ ურთულესი პერიოდის შემდეგაც, ნორმალური ცხოვრების პირობებზე გადასვლა, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს
გია ვოლსკი - არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შემწეობის გარეშე, ამ ურთულესი პერიოდის შემდეგაც, ნორმალური ცხოვრების პირობებზე გადასვლა, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს

საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. საქართველოში შედარებით ნაკლებად დაგვაზიანა პანდემიამ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები გვაწევს კისერზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ სერიოზული პროექტები განახორციელა, მათ შორის ინფრასტრუქტურული, თუმცა საგანგებო მნიშვნელობა აქვს სოციალური დახმარების პაკეტს.

„პრინციპში, არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს ისე, რომ შემწეობა არ მიიღოს, რათა ამ ურთულესი პერიოდის შემდეგაც, ნორმალური ცხოვრების პირობებზე გადასვლა, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს. ასე, რომ არ არის მხოლოდ 200 ლარიანი დახმარებების თემა. ეს არის სერიოზული დახმარებების პაკეტი, მათ შორის ახალგაზრდებისათვის, სტუდენტებისათვის, მოსწავლეებისთვის, მოხუცებისთვის, შშმ პირებისთვის. ეს რესურსი მიმართული იქნება ამ ადამიანების დასახმარებლად. დაბრუნდება ის პროექტიც, რომელიც ითვალისწინებდა კომუნალური ხარჯების გადახდას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი