გია ვოლსკი - ოპოზიციის ინტერესი არჩევნები არ არის, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ინტერესი არჩევნები არ არის, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა

არავითარი არჩევნები არ არის ოპოზიციის ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ქადაგებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ აქციების გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დიდ შეკითხვას ბადებს საკითხი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მათივე თავმჯდომარეობით უარს ამბობენ მონაწილეობაზე და ამასთან, საზოგადოებაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს შესაძლებელი ყოფილიყო ოქმების გადაკეთება ან ბიულეტენების გადაყრა და ახლის მოტანა.

„ახალი არაფერია. ჯერ კიდევ არჩევნების წინ მმართველი გუნდისგან არაერთხელ მოგისმენიათ, რომ ოპოზიციისა და განსაკუთრებით, მის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს არჩევნების არავითარი ინტერესი არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ შეკითხვას წარმოშობს ის ამბავი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მათივე თავმჯდომარეობით უარს ამბობენ მონაწილეობაზე. მეტიც – საზოგადოებაში არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს შესაძლებელი ყოფილიყო ოქმების გადაკეთება ან ბიულეტენების გადაყრა და ახლის მოტანა. ეს იმდენად აბსურდია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არავითარი არჩევნები არ არის მათი ინტერესი, თემაა დესტაბილიზაციაზე, რასაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილი ქადაგებდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.